აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ არის დაინტერესებული იემენთან ომით, მაგრამ არ დააყოვნებს შემდგომი ქმედებების განხორციელებას წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ.
"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იემენთან ომით. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე სახის კონფლიქტით იქ", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
12 იანვარს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.