აშშ-ში უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ The Associated Press იტყობინება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს მოჰყვება ცივი ციკლონი, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს.
უამინდობის შესახებ გაფრთხილებები გავრცელდა რეგიონებში, სადაც საერთო ჯამში 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი. მათი უმრავლესობა ჩიკაგოს აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატებში კი, 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
აიოვას შტატში უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ყინვა უქმე დღეებში მოსალოდნელია ტეხასის, ოკლაჰომას, ტენესის და მისისიპის შტატებშიც.