ექსპერტი ირაკლი ლატარია იუმორისტ მიშა ანდღულაძის იმ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ანდღულაძე ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვის მიზეზად „სოლოლაკის ვერაღებას“ ასახელებს.
როგორც ლატარია წერს, ზე-„თავმოყვარე" ჟურნალისტები როდის ამოიღებენ ხმას? როდის ეტკინებათ სული, ნაძარცვი ჯარითა და ევროპელ პენსიონრებზე წართმეული ფულით რომ ბლატაობენ?
„მარტივი და ამავე დროს, ოდნავ რთული კითხვა:
ვინ იქნება შემდეგი?
კეზერას პირადი ჯამბაზები განუდგნენ? ოლიგარქი კეზერაო? ეს რას ხედავ ჩემი თვალები?
აი ის, ზე-„თავმოყვარე“ ჟურნალისტები როდის ამოიღებენ ხმას? როდის ეტკინებათ სული, ნაძარცვი ჯარითა და ევროპელ პენსიონრებზე წართმეული ფულით რომ ბლატაობენ?
ეგეც იქნება, თანაც მალე“, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.