logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: სანამ მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს
- +

13 სექტემბერი. 2016. 11:33




შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, რომლის მიხედვითაც დემურ სტურუას ახლობლები ეჭვობენ, რომ ეჭვმიტანილ პოლიციელს ადგილობრივი პოლიცია მფარველობს, განაცხადა, რომ  სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არის, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს.



მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ეტაპზეა გამოძიება. რაც შეეხება მფარველობას, აბსოლუტურად აბსურდია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც ერთ ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს, ვერ დააფარებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ", - განაცხადა მღებრიშვილმა.



რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ეჭვმიტანილის დაკავება, მინისტრმა განმარტა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.



ზოგს აკავებენ ერთ კვირაში, ზოგს ერთ თვეში, ზოგჯერ ძებნის ღონისძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვძებნოთ და ის წარდგეს გამოძიების და მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner