„ასეთი ადვილი რომ იყოს სოლოლაკის „აღება“, ბიძია თემური მილიონს კი არ გადაიხდიდა სოლოლაკის „აღებაში“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც იუმორისტი მიშა ანდღულაძის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს - „მიზეზი იყო, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს „ბრძოლა“ ივანიშვილის წინააღმდეგ ხომ აღქმაა, მიმართული მხოლოდ მოკლევადიან მატერიალურ კეთილდღეობაზე.
„ასეთი ადვილი რომ იყოს სოლოლაკის „აღება“, ბიძია თემური მილიონს კი არ გადაიხდიდა სოლოლაკის „აღებაში“. ეტყობა, ანდღულაძე პირველი მერცხალია, მალე რიგში სხვებიც ჩადგებიან. როგორ ფიქრობთ, ანდღულაძეა სუსტი ივანიშვილთან ბრძოლაში და მიშა მშვილდაძე, ნინო ჟიჟიაშვილი და ვახო სანაია - შედეგის დამდები? ეს „ბრძოლა“ ივანიშვილის წინააღმდეგ ხომ აღქმაა, მიმართული მხოლოდ მოკლევადიან მატერიალურ კეთილდღეობაზე. ცუდია, როცა ეს ადამიანები რეალობას აცდენილები არიან და იფუჭებენ მომავალს, ასეთ ვიწრო აზროვნების ადამიანებს როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. რაც შეეხება მიშა ანდღულაძეს, მისასალმებელია, რომ არ მოერიდა სიმართლის თქმას“, - წერს ნინო ფოჩხუა.