logo_geo
eng_logo
საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, თუ პარლამენტთან აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა
- +

13 იანვარი. 2024. 15:40

 

 

საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

 

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „ალტ ინფოს“ ორგანიზებით, აქცია იმართება. აქციის მონაწილეები წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner