„ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით იუმორისტ მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ანდღულაძე აღნიშნულის მიზეზად „სოლოლაკის ვერაღებას“ ასახელებს, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სოლოლაკი ვერ აიღენ, ჭორვილა ვერ აიღენ, აბასთუმანი ვერ აიღენ, შეკვეთილი ვერ აიღენ, დენდროლოგიური პარკი ვერ აიღენ, ,,პარაგრაფი'' ვერ აიღენ... დახურავდა, ეგ ჩემის კირაკოსიანი, აბა, რას იზამდა?!
***
თან იძახის, ოლიგარქიო!
ახლა გახდა, ეგ ჩემის კირაკოსიანი, ოლიგარქი ხო?
სანამ ფულებსა ჰყაჭავდა, არ იყო ოლიგარქი, ეგ ჩემის კირაკოსიანი, ხო?!
***
სოლოლაკი ვერ ავიღეთო!
ვაიიიი... თქვე წარაკუებო, თქვენი ასაღები ან სოლოლაკი სად არი, ან შეკვეთილი სად არი, ან აბასთუმანი სად არი, ან კიდე ჭორვილა სად არი?
ვინც მაგაში ფულს გიხდიდათ, იმას ვერა აქვს თავში ნორმალიზებული სიტუაცია!“ - წერს გელა ზედელაშვილი.