logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს!
- +

12 მარტი. 2016. 03:30


„ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით,  -  პირობას გაძლევთ,   უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე."- განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ საუბრისას.



პრემიერის თქმით, დამნაშავეების დასჯა იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი  სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს.


„მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსუსწრაფესად  გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაციაჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.

სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი  ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს."- განაცხადა პრემიერმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner