ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა.