„შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად „კასტრთან“ გამართა და ანგარიშით 6:28 დამარცხდა.
ქართული ფრანჩაიზი 2024 წლის პირველ შეხვედრას დებიუტანტით შეხვდა და ლევან მაისაშვილის განაცხადში ალექსანდრე ჯიღაური მოხვდა.
ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ საქართველოდან საფრანგეთში 500-მდე გულშემატკივარი ჩავიდა.