დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეპსმა მოუწოდა ირანს, ჰუსიტებსა და თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა დაჯგუფებებს ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს.
„ჰუსიტებს, ლიბანურ „ჰეზბოლასა“ და სხვა დაჯგუფებებს, რომლებიც ირანის მიერ კონტროლდება, მათ შორის ერაყსა და სირიაში, თეირანმა უნდა აიძულოს ცეცხლი შეწყვიტონ, ვინაიდან ჩვენი, მთელი მსოფლიოს მოთმინების ფიალა უკვე სავსეა“, - განაცხადა შეპსმა Daily Telegraph-თან საუბარში.
გასული ღამით აშშ-მა იემენის დედაქალაქ სანაზე მორიგი იერიში მიიტანეს - ავიაიერიში ავიამზიდ USS Carney (DDG 64)-დან Tomahawk-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. სამიზნეს წარმოადგენდა ჰუსიტების სარადარო სადგური. მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ჰუსიტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ წითელ ზღვაში საერთაშორისო ნაოსნობაზე თავდასხმები.