logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ დავასრულეთ ყველა „კანონიერი ქურდის" აღწერა
- +

13 სექტემბერი. 2016. 11:47




შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „მილენიუმის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასრულდა ყველა „კანონიერი ქურდის" აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განთავსდა.



ჩვენ დავასრულეთ ყველა კანონიერი ქურდის" აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განვათავსეთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.



მისი თქმით, ეს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს პროექტ მილენიუმის" შეკრებას. ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ პროექტში.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ამ მიმართულებებით შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან, საიდანაც 15 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ჩეხეთთან, საბერძნეთთან, დანიის და ბელგიის სამეფოებთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას. ჩვენი მეკავშირე ოფიცრები წარვგზავნეთ ევროპის 13 ქვეყანაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner