logo_geo
eng_logo
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს
- +

14 იანვარი. 2024. 11:58

 

 

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

 

ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner