აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.
როგორც „ბიბისი“ წერს, კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მალე დატოვებს თანამდებობას. ის ამ პოსტზე სამი წელი მუშაობდა.
„80 წლის ჯონ კერი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, 81 წლის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება“, – წერს „ბიბისი“.
2004 წელს ჯონ კერი უკვე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და ჯორჯ ბუშთან დამარცხდა. 2013-2017 წლებში ჯონ კერი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.