logo_geo
eng_logo
„ბიბისი“: ჯონ კერი ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება
- +

14 იანვარი. 2024. 17:13

 

 

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მალე დატოვებს თანამდებობას. ის ამ პოსტზე სამი წელი მუშაობდა.

 

„80 წლის ჯონ კერი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, 81 წლის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება“, – წერს „ბიბისი“.

 

2004 წელს ჯონ კერი უკვე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და ჯორჯ ბუშთან დამარცხდა. 2013-2017 წლებში ჯონ კერი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner