დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა და დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.
მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ.
დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.