სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ულსანიდან“ წამოსული ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბ „შანდონგ ტაიშანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.
„შანდონგ ტაიშანი“ ჩინეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, იყოს ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი (1999, 2006, 2008, 2010, 2021), 3-გზის ვიცე-ჩემპიონი (2004, 2013, 2023), თასის რვაგზის მფლობელი (2022 1995, 1999, 2004, 2006, 2014, 2020, 2021, 2022), სუპერთასის გამარჯვებული (2015) და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც არაერთხელ უთამაშია.
ყაზაიშვილის ამჟამინდელ გუნდს ბევრი ცნობილი მწვრთნელი ავარჯიშებდა – ბორის იგნატიევი, ვალერი ნეპომნიაჩი, ბრანკო ივანკოვიჩი, მანუელ ბარბოზა, რადომირ ანტიჩი, ხოლო 2016-2017 წლებში გუნდში ფელიქს მაგატი საქმიანობდა.
„შანდონგ ტაიშანი“ ცნობილ ფეხბურთელებსაც იწვევდნენ – ნიკოლას უედეკს (2003–2004), იონელ დანკულესკუს (2005), ბრანიმირ პეტროვიჩს (2005), ვაგნერ ლავს (2013–2015), ალოიზიოს (2014–2016), დიეგო ტარდელის (2015–2018), გრაციანო პელეს (2016-2020), პაპის დემბა სისეს (2016–2018), მარუან ფელაინს (2019–2023).
ამჟამად „შანდონგ ტაიშანის“ მთავარი მწვრთნელი ლი სიაოპენგია. კლუბი საშინაო თამაშებს ჯინანის ოლიმპიური სპორტული ცენტრის სტადიონზე ატარებს, რომელიც 56808 გულშემატკივარს იტევს. გუნდი ჩინეთის სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.