logo_geo
eng_logo
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „კადისი“ დაამარცხა
- +

14 იანვარი. 2024. 21:56

 

 

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში მორიგი მატჩი გასვლაზე „კადისთან“ გამართა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 4:1.

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა კარგად დაიწყო და ჰუგო დუროს გოლით მე-8 წუთზე დაწინაურდა. თუმცა, 21-ე წუთზე „კადისმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც რუბენ ალკარესმა უნაკლოდ შეასრულა.

 

42-ე წუთზე „კადისს“ დაწინაურება შეეძლო, როდესაც რობერტ ნავარომ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა სახიფათო დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

 

თამაში შესვენების შემდეგაც ანალოგიური სცენარით დაიწყო. „ვალენსიამ“ სწრაფად მოახერხა დაწინაურება – 52-ე წუთზე სერგი კანოსმა შორეული გადაცემით სწრაფი კონტრშეტევა დიეგო ლოპესს გაუგრძელა, რომელმაც „კადისის“ კარი მეორედ აიღო.

 

„კადისმა“ ბოლო ძალებით სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი გაუშვა – 90+4-ე წუთზე კონტრშეტევა ხავი გუერამ დააგვირგვინა, ხოლო 90+8-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ხესუს ვასკესმა დააფიქსირა – 1:4.

 

ლა ლიგაში გამართული 20 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 29 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე დაწინაურდა, ევროზონას კი მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner