„33 მილიარდი ძაან მოგივიდათ. სიუჟეტში 33 მილიონი თქვეს. ტერიტორიაც მეტრებში დაწერეს, თორემ რომ დაეწერათ 1,4 ჰექტარი, ვერ მოახდენდა ეფექტს. ასე კი 14 ათასი კვ. მეტრია, ანუ 200მx70მ, დაახლოებით ფეხბურთის ორი სტადიონი“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„33 მილიარდი არა, 33 ტრილიონი.
კოლექტიურ გლავკანალზე უტიფარი ხალხი წარმოუდგენელია. ამ "ჟურნალისტებს" კითხვები არ გაჩენიათ წლების მანძილზე ბინძური ფულით რომ ფინანსდება მათი საქმიანობა და ხელფასებსაც იღებენ. სამაგიეროდ, წლებია აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, დასდევენ ხეებს, ხოხბებს... თან გაჰყვირიან, დაასანქცირეთო, თან სიუჯეტებს აცხობენ, დაპირებებს არ ასრულებსო.
ახლახან პარაგრაფი რომ გაიხსნა, გააშუქეს? ადამიანს 3 მილიარდი დოლარის მხოლოდ ქველმოქედება აქვს განხორციელებული, მეოთხე დაიწყო, პანდემიის, ომების და მასზე ზეწოლის პირობებში. ბიზნეს ინვესტიციებს რა დათვლის და ესენი გვაპანიკებენ რაღაც პროექტს დაგვიანებით რატომ ასრულებსო?! ძაან სასაცილოები ხართ. ესენი იყვნენ, უფრო სწორად ამათი პატრონების მიერ გაგზავნილი ჯგუფი, წვერმაღალაზე ჩართული კამერით მთელი დღე ხის წაქცევას რომ ელოდებოდნენ.
33 მილიარდი ძაან მოგივიდათ. სიუჟეტში 33 მილიონი თქვეს. ტერიტორიაც მეტრებში დაწერეს, თორემ რომ დაეწერათ 1,4 ჰექტარი, ვერ მოახდენდა ეფექტს. ასე კი 14 ათასი კვ. მეტრია, ანუ 200მx70მ, დაახლოებით ფეხბურთის ორი სტადიონი.
33 მლრდ ინვესტიციაო, 33 მილიარდიო“, - წერს ამირან სალუქვაძე.