logo_geo
eng_logo
სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

15 იანვარი. 2024. 00:06

 

 

მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალური ბრძოლა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან მინიმალური ანგარიშით, 14:15 დათმო.

 

აღსანიშნავია, რომ შარშან ტუნისის გრან-პრი სწორედ სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლებში კაცებს შორის ხმლით ფარიკაობაში საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner