logo_geo
eng_logo
ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია
- +

15 იანვარი. 2024. 00:59

 

 

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინდვიკამდე მიაღწია.

 

მედია წერს, რომ ლავამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია, რის გამოც სახლის ნახევარი დაიწვა.  შემდეგ მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე სახლს.

 

ამავე ინფორმაციით, ქალაქიდან 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

მანამდე, გრინდვიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას „დიდი და სერიოზული შოკი“ უწოდა.

 

ისლანდიის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner