logo_geo
eng_logo
ისლანდიის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ვულკანის ამოფრქვევის გამო საკუთარ სახლებში ყოფნას ვერ ახერხებს
- +

15 იანვარი. 2024. 01:52

 

 

ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა ისლანდიელებს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც საკუთარ სახლებში ყოფნას მომხდარის გამო ვერ ახერხებს.

 

„მოხდა ის, რაზეც ყველა ვიმედოვნებდით, რომ არ მოხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა გუდნი იოჰანესონმა.

 

ამასთან, ისლანდიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც თავშესაფრები შესთავაზა მცხოვრებლებს და მათ, ვინც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა.

 

მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შავი დღეა მთელი ისლანდიისთვის. „მაგრამ მზე კვლავ ამოვა“, – აღნიშნა ისლანდიის პრემიერმა.

 

შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. მედიის ცნობით, ქალაქში ევაკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner