logo_geo
eng_logo
იბრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებს გმობს
- +

15 იანვარი. 2024. 11:41

 

 

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელს, მაჰდი ალ-მაშატს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის მიერ „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები დაგმო, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

„უდავოა, რომ ასეთ ქმედებებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საგარეო აგრესიას და ახლა ეფექტურ როლს თამაშობენ პალესტინელი ხალხის დაცვაში, უარყოფენ და გმობენ მსოფლიოს თავისუფლების მაძიებელი ქვეყნები“, - განაცხადა რაისმა მაჰდი ალ-მაშატისთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. წუხელ კი აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner