logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: უპრინციპო მედროვე გრიგოლ გეგელია თავის დროზე პუტინის პირადი მეგობრის ბოგდანოვის კალთის ქვეშ შეძვრა - „ვარსკვლავბიჭუნა“, შენს უპრინციპო არსებობაში ყველაფრის ერთად შეთავსება „მოსულა“?
- +

15 იანვარი. 2024. 12:25

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას დახასიათებას აქვეყნებს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გრიგოლ გეგელია ქართულ პოლიტიკაში ნაყოფიერი წინსვლისთვის რუსეთის დიადი მასონური ლოჟის ხელმძღვანელს, ანდრეი ბოგდანოვს შეეკედლა. 

 

„უპრინციპო მედროვე, კარიერისტი და „ყველაფერშიკი“ - გრიგოლ გეგელია. თავის დროზე პუტინის პირადი მეგობრის, რუსეთის დიადი მასონური ლოჟის ხელმძღვანელის, ანდრეი ბოგდანოვის კალთის ქვეშ მხოლოდ იმიტომ შეძვრა, რომ ეხვეწებოდა მას - მისი „მაღალი ინტელექტუალური“ შესაძლებლობები, „ზაგრანიჩნი“ განათლება და დასავლური სპეცსამსახურებისადმი პირადი სიმპათიები, ნაყოფიერად გამოეყენებინათ „ორსავე სამყაროს“ ინტერესებისათვის. ანუ, „მასონური ხაზით“ მომხდარიყო მისი ქართულ პოლიტიკაში ნაყოფიერი წინსვლისთვის ბიძგის მიცემა.

 

ანდრეი ბოგდანოვმა აგრძნობინა, რომ „მგონი გზები აგერია, მისამართი შეგეშალა". მასონებისადმი მყისიერად ინტერესდაკარგული გეგელია ახტება ახალ „ტრამვაის" და დღეს ცდილობს, თავის სანუკვარ პოლიტიკურ მწვერვალს მიაღწიოს ახალი ფინანსური შესაძლებლობების ტალღაზე.

 

მანამდე კი, გვმოძღვრავს: „რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ეს არის ამერიკისა და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები".

 

შენ, „ვარსკვლავბიჭუნა“, რასაც შენს პოლიტიკურ კარიერაში ვხედავთ, შეიძლება ეს ბოგდანოვისა და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ჩაგითვალოთ? თუ შენს უპრინციპო არსებობაში ყველაფრის ერთად შეთავსება „მოსულა“? ვისი დავალებით ხარ ჩვენს რიგებში, ბოლო-ბოლო, და რა კონკრეტული ამოცანა გაქვს შესასრულებელი? ჰა? ბალაკლავა, ბალაკლავა, პრიომ!“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner