logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს „მამობილ“ ხაზარაძის დაცვას!
- +

15 იანვარი. 2024. 12:43

 

 

„ამისთანები რომ გამოყოფენ ხაზარაძის კარზე ატალახებულ ფეხისგულს და დაიძახებენ, მეც მარაქაში გამრიეთო, მაშინ მართლა დაღუპულია „ლელო“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშია და წარმოადგენს ამერიკის და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ გრიგოლ გეგელია ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს „მამობილ“ ხაზარაძის დაცვას.

 

„ნახეთ!

ბრიყვთა ბღავილი!

 

ამისთანები რომ გამოყოფენ ხაზარაძის კარზე ატალახებულ ფეხისგულს და დაიძახებენ, მეც მარაქაში გამრიეთო, მაშინ მართლა დაღუპულია „ლელო“!

 

ნახეთ - ჯერ მემარცხენე იყო, მერე ცენტრისტი გახდა, ახლა კიდევ მემარჯვენე ფრთიდან ცდილობს „მამობილ“ ხაზარაძის დაცვას!

 

ჰოდა, ამისთანაზე იტყვიან, წადი, ბიჭო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე!

 

კი მაგრამ, ამ „ლელოს“ გლახაკმა იცის კი, სად მდებარეობს ჩინეთი?“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner