logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ქვეყნის მტრების „შეშფოთებული აღშფოთებით“ აღსავსე ყოველი ბრიფინგი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ნათელი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
- +

15 იანვარი. 2024. 14:41

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს მთავრობის ნაწილის ჩინეთში ვიზიტსა და რადიკალური ძალების მიერ ამასთან დაკავშირებით გამოხატულ აღშფოთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველოს მთავრობის ნაწილის პეკინში ჩასვლით ჩინეთის განუსაზღვრელი ბაზრის შესაძლებლობების გაფართოებას ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მტრების გაღიზიანება და ზიზღი ქვეყნის წინსვლის ყოველ მცდელობაზე სიმპტომატურია.

 

„მესმის საერთაშორისო დონის პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებები, რომ „ანგლო-საქსონური“ უკანასკნელი შეტევა, იმავე იემენზე, პირველ რიგში ჩინეთზე დარტყმის ტოლფასია, ოღონდ აქაც - „ისეთი“, არა მთლად დამანგრეველი, მაგრამ გამაფრთხილებელი ხასიათისა, ვინაიდან ტვირთბრუნვის ის დერეფანი, რომელიც იემენზე გადის და ჩინეთის მიერ კონტროლდება, „ანგლო-საქსონურ“ სამყაროს აღიზიანებს.

 

მაგრამ, საერთოდ არ მესმის, ვის ედრებიან თავის პოლიტიკურ შეფასებებში ჩვენი ათკაციანი პარტიები, რომლებიც „მაღალი“ ტრიბუნებიდან ცდილობენ, მათთვის მიუღწევად ორ სუბსტანციას ერთდროულად უკბინონ: ჩინეთს - „ანგლო-საქსონური“ სამყაროს ადგილობრივი „დამცველების“ პოზიციებიდან და მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც ჩინეთში თავისი ზე-წარმატებული ვიზიტით საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ჩაუყარა საფუძველი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის ბლოკის პეკინში ჩასვლით, სწორედ ახალი საინვესტიციო ფანჯრის გაღებასა და ჩინეთის განუსაზღვრელი ბაზრის შესაძლებლობების გაფართოებას ჩაეყარა საფუძველი. როგორი სიმპტომატურია ქვეყნის მტრების თითოეული გაღიზიანება და დაუმალავი ზიზღი ქვეყნის წინსვლის ყოველ მორიგ მცდელობაზე.

 

მათი „შეშფოთებული აღშფოთებით“ აღსავსე ყოველი ბრიფინგი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავება, დღეს, ქვეყანაში ახალი საინვესტიციო პაკეტების ხორცშესხმის, ეკონომიკის გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული ახალი შესაძლებლობების ტოლფასია. და ტოლფასია ქვეყნის მტრების პოლიტიკურ „ევთანაზიისკენ“ გადადგმული გარდაუვალი ნაბიჯებისა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner