logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ზაფხულში, არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით რადიკალურად რომ შეიცვალოს, ჩვენ ამას არ ველოდებით - გავაგრძელებთ მუშაობას უკვე ახლად არჩეულ ევროპარლამენტის წევრებთან
- +

15 იანვარი. 2024. 18:47

"დრამატულად განსხვავებული პოლიტიკური სურათი რომ იყოს, შეუძლებელია. შესაძლოა, ცვლილებები იყოს ბალანსში, წარმომადგენლობაში, თუმცა ისეთი, რომ ევროკავშირის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მოველით," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

 

კითხვაზე, ზაფხულში გასამართ არჩევნებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას უკვე ახლად არჩეულ ევროპარლამენტის წევრებთან და ახლად ჩამოყალიბებულ ევროკომისიასთან.

 

 

„დრამატულად განსხვავებული პოლიტიკური სურათი შეუძლებელია, რომ იყოს. შესაძლოა, ცვლილებები იყოს ბალანსში, წარმომადგენლობაში, თუმცა ისეთი, რომ ევროკავშირის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მოველით და არავინ მოელის. ეს არის ევროკავშირის სტაბილური მიმართულება და მოველით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკვე ახლად არჩეულ ევროპარლამენტის წევრებთან, ახლად ჩამოყალიბებულ ევროკომისიასთან ამ მიმართულებით და ეს იქნება მთავარი თემა მომდევნო წლების განმავლობაში.

 

 

"ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვემზადოთ შემდეგი ეტაპებისთვის და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და დიდწილად, ასევე თვალ-ყური ვადევნოთ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო პროცესზეც.

 

 

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ 9 ნაბიჯით და ეს არ არის მხოლოდ ის, რაც საქართველომ ევროკავშირთან ერთად უნდა გააკეთოს.

 

 

პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია. ამ თემებზე კონსულტაციები ევროკომისიასთან უკვე გვაქვს. ასე იყო 12 რეკომენდაციის შემთხვევაშიც. გავაგრძელებთ ამ კონსულტაციების პროცესს, რაც იმედი მაქვს, რომ მალე გარდაიქმნება ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ შევძლებთ უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან სხვა ფორმატში გავაგრძელოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტულ თარიღებზე საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში რთულია და სპეკულაციური იქნება.

 

 

ეს უკვე მომდევნო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკოსებს მოუწევთ ამაზე მსჯელობა და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ევროკავშირში ამ მნიშვნელოვან მოვლენას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner