logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: საქართველოში „ავტომაიდანის“ პროექტის განხორციელება დაწყებულია
- +

13 სექტემბერი. 2016. 12:26




„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი  ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში უკრაინიდან მიღებულ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს:


„უკრაინიდან მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინული „ავტომაიდანის" ყოფილი ლიდერები ალექსეი გრიცენკო (უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს შვილი) და სერგეი ხაჯინოვი მთელი აგვისტოს განმავლობაში ნაცების აქტივისტებს ავარჯიშებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე წყარო ამბობს, რომ ნაცებს უკვე მზად ჰყავთ 200-მდე მანქანა ეკიპაჟით და დაგეგმილია ამ რაოდენობის გაზრდა. საქართველოში „ავტომაიდანის" პროექტი განხორციელება დაწყებულია.

 

„ავტომაიდანი" უკრაინაში ჩატრებული „ევრომაიდანის" ავტონომიური ნაწილი იყო და მის ფუნქციებში შედიოდა გზების, სახელმწიფო დაწესებულებების და სამართალდამცავი ორგანოების ოფისების, ხელისუფლების წარმომადგენლების სახლების, სამთავრობო ტრანსპორტის ბლოკირება. ეკიპაჟის შემადგენლობაში 3 ადამიანი შედიოდა: მძღოლი, ოპერატორი და ახალგაზრდა გოგონა.

 

გრიცენკო და ხაჯინოვი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოეყვნენ „ავტომაიდანს" და ცალკე არიან. „ავტომაიდანის" დღევანდელმა ლიდერებმა (კარპი და კუვიტა) უარი უთხრეს ნაციონალებს გაწვრთნაზე.

 

თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსეი გრიცენკო ამბობს: „50 კაცი ქუჩაში არაფერია, აი, 50 მანქანა ქუჩაში კი დიდი ძალაა!" - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გოგავა.

 

 

ალექსეი გრიცენკო


 

 

სერგეი ხაჯინოვი

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner