logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: დაახლოებით 14 თვეა, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებს და ამ დროში 600-მდე განაცხადი განიხილა
- +

15 იანვარი. 2024. 18:49

"დაახლოებით 14 თვეა, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებს და ამ დროში 600-მდე განაცხადი განიხილა, სხვადასხვა მომხმარებლის, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია მოვაჭრეებთან," - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძე „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

 

მისი თქმით, პირდაპირი სარგებელი, რაც მომხმარებლებმა ბოლო 14 თვის განმავლობაში მიიღეს დაახლოებით 500 ათას ლარამდეა.

 

 

„300-ზე მეტი საქმეა შესასწავლი და ძირითად ნაწილში საკითხი წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ. ეს ასახულია ე.წ. პირობითი ვალდებულებების ხელშეკრულებაში, როდესაც შესწავლის პროცესში მომხმარებელი და მოვაჭრე თანხმდებიან, რომ კონკრეტული დავა გადაწყდეს მორიგების გზით. ასეთ შემთხვევაში შესწავლა წყდება და მომხმარებელი იღებს კონკრეტულ სარგებელს. მოვაჭრე იღებს ვალდებულებას, რომ მაგალითად შეაკეთებს ნივთს, დააბრუნებს სადაო ნივთს, ან თანხას, ან უზრუნველყოფს მომხმარებლის დარღვეული უფლების აღდგენას და რაც მთავარია, გაასწორებს საკუთარ სავაჭრო პოლიტიკას, რომ ინფორმირების სტანდარტი უფრო მაღალ დონეზე იყოს. პირდაპირი სარგებელი, რაც ჩვენმა მომხმარებლებმა ბოლო 14 თვის განმავლობაში მიიღეს დაახლოებით 500 ათას ლარამდეა და ეს გამოიხატა მაგალითად ნივთის დაბრუნებით, გადახდილი თანხის დაბრუნებით, ნივთის შეკეთებით თუ ა.შ. რაც ყველაზე ხშირი მომართვის ფორმაა ჩვენს პრაქტიკაში“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner