ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა, რომ გერმანული გამოცემა Bild-ის მასალა იმის შესახებ, რომ ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება, ეფუძნება დოკუმენტს, რომელიც სასწავლო სცენარს წარმოადგენს.
სარტსმა აღნიშნა, რომ Bild-მა მოიპოვა საწვრთნელი სცენარი, რომელიც ყოველთვის გამოგონილი სიტუაციაა.
"სცენარები ადრე სრულიად გამოგონილი იყო არარსებული ქვეყნებითა და გეოგრაფიული რეგიონებით. ახლა უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ არსებული ქვეყნები და რეგიონები", - აღნიშნა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა.