უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის A-50 და Il-22 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდო.
"უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის A-50 ტიპის თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი IL-22. მადლობელი ვარ საჰაერო ძალების აზოვის ზღვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის!" - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.