"ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოება, უმნიშვნელოვანესია ამ კუთხით ყველა მცდელობის გაძლიერება, რათა შევძლოთ მივესალმოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირში რამდენიმე ახალ წევრ სახელმწიფოს," - განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუსტი გრასმა ევროკავშირის წევრი პარლამენტების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე.
„კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს ევროკავშირში და ეს ეხება აპლიკანტებსაც. ვიფიქროთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე და ამავე დროს, უკრაინის წინააღმდეგ ომი აჩვენებს, რომ ძლიერი კავშირი გვჭირდება. ვისთვისაც დემოკრატიაა ძვირფასი ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა“, - აღნიშნა მან.
მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის ფორმატში ევროკავშირის და კანდიდატების მონაწილეობით ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობს. ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა მომდევნო 6 თვით და პრიორიტეტად შემდგომი გაფართოებისთვის კანდიდატების და თავად ორგანიზაციის მომზადებას ასახელებს.