logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: ვნახეთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის გადაცემაზე და ორ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნაზე. კითხვა ასე დგას - როგორ ვაპირებთ მივესალმოთ მათ ევროკავშირში
- +

15 იანვარი. 2024. 21:11

"2004 წლის გაფართოების შემდეგ, ჩვენ შევძელით გვენახა რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს. ჩვენ ვიხილეთ ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადაცემაზე და ორ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების გახსნაზე," - ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟან-ფრანკოს რაპინმა განაცხადა.

 

 

კითხვა ასე დგას: არა თუ მივიღებთ, არამედ - როგორ ვაპირებთ მივესალმოთ ამ ქვეყნებს ევროკავშირში. არ დაგვავიწყდეს დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები, რომლებიც 20 წელზე მეტია გველოდებიან. ევროპის გაერთიანება ვერ იქნება სრულყოფილი მათ გარეშე“, - აღნიშნა რაპინმა.

 

 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის ფორმატში ევროკავშირის და კანდიდატების მონაწილეობით ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობს. ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა მომდევნო 6 თვით და პრიორიტეტად შემდგომი გაფართოებისთვის კანდიდატების და თავად ორგანიზაციის მომზადებას ასახელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner