logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, ის პროცესი, რასაც ჰქვია გაფართოება, იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი
- +

15 იანვარი. 2024. 21:42

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, ის პროცესი, რასაც ჰქვია გაფართოება, იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, კარგია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ევროპის შესახებ მსჯელობაში.

 

 

გაფართოების საკითხი ბელგიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტია. დღევანდელი დისკუსია, ერთ-ერთი პანელი მიეძღვნა სწორედ გაფართოების პოლიტიკას. საკითხი აქტუალურია, ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბევრს მსჯელობენ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ამ დისკუსიების მონაწილე დღეს უკვე საქართველოა და მას აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ევროპის შესახებ მსჯელობაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, ის პროცესი, რასაც ჰქვია გაფართოება, იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტიანი. ბოლო 10 წლის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არც თუ ისე სწრაფად მიმდინარეობდა ევროკავშირის გაფართოება.

 

 

გაფართოების პროცესში არიან დასავლეთის, ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულია, ბევრი მათგანი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკვე 10 წელზე მეტია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი. ეს იყო ჩვენი გზავნილიც. ამაზე ისაუბრა ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომაც და რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner