logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: რთულია იმის თქმა, როდის მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას - მთავარი აქცენტი რაზეც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის
- +

15 იანვარი. 2024. 22:04

"ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში უკვე ვართ. რთულია კონკრეტული თარიღის თქმა, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები, თუმცა ეს საბოლოო მიზნისთვის არცთუ ისე გადამწყვეტია," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და მე ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტი რაზეც საქართველომ უნდა გააკეთოს არის ის, რომ საკუთარი ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, რაც ნიშნავს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ვიყოთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა. ეტაპები ბევრი იქნება გასავლელი და ეს ეტაპები პირველ რიგში არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე რთულია დღეს თქმა, როდის მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დავუახლოოთ ევროკავშირს კანონმდებლობის დაახლოების კუთხით, რეფორმების გატარებით, ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეს შეუქცევადი პროცესია და გარკვეულ ეტაპზე ესეც მოჰყვება ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner