logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოსა და იმ რეფორმების წარმოსაჩენად, რაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა
- +

15 იანვარი. 2024. 22:16

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოსა და იმ რეფორმების წარმოსაჩენად, რაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველო დღეს, როგორც კანდიდატი ქვეყანა, მიწვეულია ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყველა ღონისძიებაზე.

 

 

შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოსა იმ რეფორმების წარმოსაჩენად, რაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა. ასეთი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატსა და თემებზე ბელგიის თავმჯდომარეობის დროს იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად იყონ ინფორმირებული იმაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, დასაახლოებლად და რას აკეთებს ამ პროცესების დასაჩქარებლად“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner