"დღეს ჩვენ ვფიქრობთ ევროპის ხვალინდელ დღეზე და ვმუშაობთ ევროპის მომავალზე. ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს ფუნდამენტური საკითხები და საკუთარი რეფორმირება განახორციელოს, რათა მოემზადოს მომავალი შესაძლო გაფართოებისთვის, "- ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმები კანდიდატმა სახელმწიფოებმაც უნდა გაატარონ.
„ეს დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან, რაც არის - ევროპული ინსტიტუტების რეფორმირება, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს, საერთო პოლიტიკა - რა გვსურს ერთად გავაკეთოთ, როგორი იქნება დაფინანსება და უფრო მნიშვნელოვანი - რა ბიუჯეტით. ამ პროცესის პარალელურად კანდიდატმა სახელმწიფოებმაც უნდა გაატარონ რეფორმები მომავალი შესაძლო გაფართოებისთვის. აპრილის ბოლოს გავმართავთ ევროპულ საბჭოს და ეს იქნება შესაძლებლობა ვიზეიმოთ 2004 წლის გაფართოების 20 წლის იუბილე ყველა კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობით. ეს იქნება შესაძლებლობა შევხედოთ გაფართოების საკითხს, გაფართოების წარმატებას, გამოწვევებს, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემას, კანონის უზენაესობას კანდიდატ ქვეყნებში“, - აღნიშნა მინისტრმა.