logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება მძევლების გათავისუფლება
- +

16 იანვარი. 2024. 00:08

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰამასზე“ მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალ შეთანხმებას.

 

 

"თუ ცეცხლი შეწყდება, მძევლების ბედი მრავალი წლის განმავლობაში "ჰამასის" ტყვეობაში ყოფნა იქნება. სამხედრო ზეწოლის გარეშე არავინ დაგველაპარაკება. მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება მძევლების გათავისუფლება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"ჩვენ მივაღწევთ [ყველა მძევალს] და დავამარცხებთ "ჰამასს". ჩვენი მტრები და ჩვენი მეგობრები ერთნაირად უყურებენ შედეგებს და გვამოწმებენ", - დასძინა იოავ გალანტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner