"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი ღაზაში, მით უფრო დიდია ესკალაციისა და არასწორი გათვლების რისკი," - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი ღაზაში, მით უფრო დიდია ესკალაციისა და არასწორი გათვლების რისკი. არ შეგვიძლია ვიხილოთ ლიბანში ის, რასაც ვხედავთ ღაზაში. და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ გაგრძელდეს ის, რაც ღაზაში ხდება", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერაფერი გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ღაზაში მყოფი მძევლების უპირობო გათავისუფლება.