logo_geo
eng_logo
რიში სუნაკი: დიდი ბრიტანეთი ყოყმანის გარეშე დაიცავს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოებას
- +

16 იანვარი. 2024. 00:25

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ იემენში „ჰუსიტებზე“ თავდასხმები უკანასკნელი საშუალება იყო.

 

 

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოყმანის გარეშე დაიცავს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოებას.

 

 

"ჩვენ დავუპირისპირდით „ჰუსიტების“ მხრიდან სავაჭრო გემებზე მზარდი თავდასხმების სერიას, მათ შორის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდზე თავდასხმის ჩათვლით. ეს მიუღებელია. ჩვენ გადავდგით პროპორციული, მიზანმიმართული ნაბიჯი სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი საშუალება იყო", - განაცხადა რიში სუნაკმა.

 

 

12 იანვარს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner