უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახმელეთო ჯარები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით", - განუცხადა სირსკიმ Reuters-ს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა აღნიშნა, რომ რუსები აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით უტევენ და მიზნად ისახავენ დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვებას, მიუხედავად დიდი დანაკარგისა.
უკრაინული ჯარები კი იწყებენ მცირე კონტრშეტევებს, რასაც სირსკიმ "აქტიური თავდაცვა" უწოდა.