logo_geo
eng_logo
უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი: უკრაინის სახმელეთო ჯარები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე
- +

16 იანვარი. 2024. 00:49

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახმელეთო ჯარები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით", - განუცხადა სირსკიმ Reuters-ს.

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა აღნიშნა, რომ რუსები აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით უტევენ და მიზნად ისახავენ დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვებას, მიუხედავად დიდი დანაკარგისა.

 

 

უკრაინული ჯარები კი იწყებენ მცირე კონტრშეტევებს, რასაც სირსკიმ "აქტიური თავდაცვა" უწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner