"ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის," - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისრიან ბუჩმანმა განაცხადა.
მისი თქმით, უამრავი ნაბიჯია ამ პროცესში, ეს იციან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც და აპლიკანტმა სახელმწიფოებმაც.
„გაფართოება ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებები, მაგრამ ამავე დროს ქმედებები წევრი სახელმწიფოებიდან. სწრაფად უნდა წავიდეთ წინ. უამრავი ნაბიჯია ამ პროცესში, ეს იციან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც და აპლიკანტმა სახელმწიფოებმაც. ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის. თუ ყველა ერთად გაფართოების მიმართულებით წავალთ, მაშინ სტაბილურობას მოვუტანთ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება არასტაბილურობა“, - აღნიშნა კრისრიან ბუჩმანმა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის ფორმატში ევროკავშირის და კანდიდატების მონაწილეობით ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობს. ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა მომდევნო 6 თვით და პრიორიტეტად შემდგომი გაფართოებისთვის კანდიდატების და თავად ორგანიზაციის მომზადებას ასახელებს.