აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროსტატის კიბოს ოპერაცია ლოიდ ოსტინს გასული წლის დეკემბერში ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა 1-ელ იანვარს განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მას საშარდე გზების ინფექცია განუვითარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა.