logo_geo
eng_logo
იტალიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: გაფართოება არის გეოპოლიტიკური ინვესტიცია კეთილდღეობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში
- +

16 იანვარი. 2024. 01:36

"გაფართოება არის გეოპოლიტიკური ინვესტიცია კეთილდღეობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, "- ამის შესახებ იტალიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სინზია პელეგრინომ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დეკემბერში საბჭომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო მოლაპარაკებების გახსნაზე ქვეყნებთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის.

 

 

გაფართოება არის გეოპოლიტიკური ინვესტიცია კეთილდღეობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს არის წამყვანი ძალა ეკონომიკის გასაძლიერებლად, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ცხოვრობენ. დეკემბერში საბჭომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო მოლაპარაკებების გახსნაზე ქვეყნებთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოხდა ორბანის პრაგმატული პოზიციის დახმარებით. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რამაც დაადასტურა, რომ გაფართოება ისევ გახდა პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა სინზია პელეგრინომ.

 

 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის ფორმატში ევროკავშირის და კანდიდატების მონაწილეობით ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობს. ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა მომდევნო 6 თვით და პრიორიტეტად შემდგომი გაფართოებისთვის კანდიდატების და თავად ორგანიზაციის მომზადებას ასახელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner