logo_geo
eng_logo
ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა
- +

16 იანვარი. 2024. 11:57

 

 

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

 

„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე, 24 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner