logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს მშვიდობის სამიტს - ნეტა, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ამ განცხადებაზე?
- +

16 იანვარი. 2024. 12:24

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ორგანიზება გაუწიოს „მშვიდობის სამიტს“ და ასევე, აუცილებლად დაესწროს მას ჩინეთი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება რამდენად არაადეკვატურია ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური შეფასებებისას, როცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას აკრიტიკებენ.

 

„ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს სამიტს…

 

ნეტა, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ბატონი ზელენსკის განცხადებაზე?

 

აბა, ავტორიტარული, კომუნისტური ჩინეთი შეუთავსებელია ცივილიზებულ სამყაროსთანო?

 

გუშინ ერთმანეთს ასწრებდნენ გახარიები, „ლელოები“ და ქართველი „უსამშობლოები“, თუ ვინ უფრო მეტ სიგიჟეს იტყოდა ქართულ-ჩინურ სტრატეგიულ ურთიერთობაზე…

 

ამ დროს კი ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში, რაც საქართველოს როლს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე უფრო მეტად აქტუალურს ხდის.

 

აი, რატომ არის მმართველ პარტიასა და პარაზიტ ოპოზიციას შორის რეიტინგებში უპრეცედენტო მასშტაბის განსხვავება - საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, რომ ქვეყანა მიმზიდველი იყოს, როგორც დასავლეთის, ასევე - აღმოსავლეთისათვის, სტრატეგიულ პარტნიორობას უწევს ჩინეთსა და ევროპისაკენ ყველაზე უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფას აორგანიზებს, ხოლო, ჩვენი „უსამშობლო“ პოლიტიკანები, საკუთარი პოლიტიკური უპერსპექტივობის გადასაფარად, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

 

ჰოდა, პატივცემულო რადიკალებო, კი ხართ ჩაფლულები ყელამდე და 2024-ის არჩევნებზე ყვინთაობაც მოგიწევთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner