logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ის მოიგებს ამ ომს
- +

16 იანვარი. 2024. 13:07

 

 

„ყირიმი არის უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - ამის შესახებ გადამდგარმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

 

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“. და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ვფიქრობ, მოიგებს ამ ომს. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევა ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის“, - აცხადებს გენერალი.

 

ამისთვის, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს.

 

„ყოველ რუსული ხომალდს, ყოველ რუსული თვითმფრინავს, ყოველ შტაბ-ბინას, რაკეტის გაშვების ყველა ადგილს, საჰაერო ძალების ყველა ბაზას. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის“, - აღნიშნა მან.

 

ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა.

 

„პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით“, - დასძინა ამერიკელმა გენერალმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner