logo_geo
eng_logo
„Taste of Georgia“- გასტრო კონგრესი „Madrid Fusión“ ქართველი შეფ-მზარეულის შესახებ
- +

16 იანვარი. 2024. 13:12

 

 

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის „Madrid Fusión“-ის Facebook-გვერდი ქართველი შეფ-მზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფ-მზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე  ცნობილი გახადა“.

დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2024“ წარადგენს.  ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

 

„ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მადრიდი ევროპაში გასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ქართულმა სამზარეულომ აქ თავი დაიმკვიდრა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - აცხადებს დავით ნარიმანაშვილი.

 

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

 

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. „Madrid Fusión 2024“-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=780497600781054&set=a.641268328037316

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner