logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტიტუციური ინსტიტუტები, ისინი ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას
- +

16 იანვარი. 2024. 14:37

 

 

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მათ იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის კონსტიტუციური ინსტიტუტები, ისინი ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულ პრინციპებს და ეწინააღმდეგებიან იმ ნება-სურვილს, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეკლესიასა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებასაც, ვინაიდან კონკრეტული პირები, მათთან დაკავშირებული პარტიები, მედია და არასამთავრობო სექტორი, უპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართულია. 

 

„საზოგადოებას ნათლად დავანახებთ, რომ ეს ადამიანები, ამ პირთა წრე, როგორც პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული და დაქვემდებარებული მედია, ასევე მათზე დამოკიდებული და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, უპირისპირდება ყველაფერ იმას, რაც  არის ქართული და წაადგება ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner